The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავრორა ქემოკლიძე

დაბადების თარიღი:22 მარტი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1962წწ. იყო დუშეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი; 1962-1978წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 49 სამეცნიერო ნაშრომისა და მეთოდური რეკომენდაციისა სისხლის შედედების სისტემის ცვლილებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თრომბოჰემორაგიული სინდრომი(ეტიოლოგია, პათიგენეზი, დიაგნოსტიკა, კლინიკა, პროფილაქტიკა, მკურნალობა)"(1989). მიღებული აქვს სიგელები, ფულადი პრემიები, მადლობა პირად საქმეში შეტანით. კოაგულოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოკოაგულაციური პროცესის მდგომარეობა და სისხლძარღვთა ქსოვილის კედლის ექსტრაქტის კოაგულაციური აქტივობა შაქრიანი დიაბეტის დროს", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.285

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამეცნიერო საზოგადოება "ცოდნა", წევრი

გააზიარე: