Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავრორა ქემოკლიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენის ფაკულტეტი 1959 წელს. 1959-1962წწ. იყო დუშეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი; 1962-1978წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 49 სამეცნიერო ნაშრომისა და მეთოდური რეკომენდაციისა სისხლის შედედების სისტემის ცვლილებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის შესახებ. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "თრომბოჰემორაგიული სინდრომი(ეტიოლოგია, პათიგენეზი, დიაგნოსტიკა, კლინიკა, პროფილაქტიკა, მკურნალობა)"(1989). მიღებული აქვს სიგელები, ფულადი პრემიები, მადლობა პირად საქმეში შეტანით. კოაგულოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰემოკოაგულაციური პროცესის მდგომარეობა და სისხლძარღვთა ქსოვილის კედლის ექსტრაქტის კოაგულაციური აქტივობა შაქრიანი დიაბეტის დროს", დაიცვა 1975 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.285 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |