შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ქევანიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1965 წელს. 1968-1969წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1969-1975წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ექსპერიმენტული და კლინიკური აუდიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1990წწ. ამავე ლაბორატორიის ელექტროფიზიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი; 1990 წლიდან აუდიოლოგიისა და სმენის რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი. ავტორია 224 სამეცნიერო ნაშრომისა ქართულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე, მათში გაშუქებულია სმენის სისტემის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის პრობლემები. არის შემდეგი მონოგრაფიების თანაავტორი: "Ращепленный мозг"("მეცნიერება", თბილისი, 1972), "Слуховые возвания потенциала человека"(ხეჩინაშვილი, ქევანიშვილი, "საბჭოთა საქართველო", თბილის, 1995). მისი ხელმძღვანელობით და კონსულტაციებით დაცულია 6 საკანდიდატო და 3 სადოქტორო დისერტაცია. არის ინგლისურენოვან სამეცნიერო ჟურნალ "Journal Georgian Medicine" მთავარი რედაქტორი. აუდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კორძიანი სხეულის როლი თავის ტვინის დიდი ჰემისფეროების ურთიერთმოქმედებაში", დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "აუდიტორია მოკლე და გრძელი ლატენტობის სმენის გამოწვეული პოტენციალებით", დაიცვა 1982 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.284; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 84 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |