შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურამ ქერაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დუშეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს. 1966-1967წწ. იყო საკრამულას(დუშეთის რაიონი) საექიმო ამბულატორიის გამგე; 1968-1970წწ. ბარისახოს საუბნო საავადმყოფოს გამგე; 1970-1972წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972-1976წწ. თბილისის სამგორის რაიონის საავადმყოფოს პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; 1976-1978წწ. ბავშვთა IV კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, 1979 წელს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი; 1979-1985წწ. რეაპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის პირველი მოადგილე; 1985-1987წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, 1987 წლიდან ინფექციური პათოლოგიის ცენტრის მთავარი ექიმი. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სოციალური ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის მთავარი ექიმი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშარდე გზების მთლიანობის აღდგენის სხვადასხვა მეთოდების შედარებითი შეფასება თირკმელების აუტოტრანსპლანტაციის დროს", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.285 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |