The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ქერაშვილი

დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1940  (83 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დუშეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1967წწ. იყო საკრამულას(დუშეთის რაიონი) საექიმო ამბულატორიის გამგე; 1968-1970წწ. ბარისახოს საუბნო საავადმყოფოს გამგე; 1970-1972წწ. ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1972-1976წწ. თბილისის სამგორის რაიონის საავადმყოფოს პოლიკლინიკის მთავარი ექიმი; 1976-1978წწ. ბავშვთა IV კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი, 1979 წელს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სპეციალიზირებული სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი; 1979-1985წწ. რეაპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის პირველი მოადგილე; 1985-1987წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, 1987 წლიდან ინფექციური პათოლოგიის ცენტრის მთავარი ექიმი. არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. სოციალური ჰიგიენისა და ჯანდაცვის ორგანიზატორი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ინფექციური პათოლოგიის ცენტრის მთავარი ექიმი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშარდე გზების მთლიანობის აღდგენის სხვადასხვა მეთოდების შედარებითი შეფასება თირკმელების აუტოტრანსპლანტაციის დროს", დაიცვა 1974 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.285

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ინფექციონისტთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ჯანდაცვის ორგანიზატორთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: