The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლელი ქერქაძე

დაბადების თარიღი:15 მაისი, 1925  (98 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1945 წელს.

1948-1955წწ. მუშაობდა ექიმ-პედიატრად; 1955-1957წწ. კლინიკურ ორდინატორად; 1958-1961წწ. იყო პედიატრიული ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა პროპრდევტიკისა და საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1961-1970წწ. ასისტენტი, 1970-1983წწ. დოცენტი, 1983-1988წწ. პროფესორი, 1988-1996წწ. კათედრის გამგე, 1996 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჩვილ ბავშვთა პულმონოლოგიის, ალერგიისა და რევმატიზმის საკითხებს. თანაავტორებთან ერთად მისი რედაქციით გამოცემულია პედიატრიის სახელმძღვანელო(1995), "ნერვული სისტემის პერინატალური დაზიანების შორეული სომატური გართულებები ბავშვებში" (თანაავტორი თ. ტონია, 1996), მისი რედაქციით გამოცემულია "გადაუდებელი მდგომარეობანი ბავშვთა ასაკში"(1997), "პედიატრია" (თანაავტორებთან ერთად, სახელმძღვანელო საშუალო სამედიცინო სასწავლებლებისათვის). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კათედრის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები შრატის ცილებისა და კოაგულაციური სინჯების ცვლილებების საკითხისათვის ჩვილ ბავშვთა პნევმონიების დროს", დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პრემორბიდული მდგომარეობისა და ორგანიზმის იმუნორეაქტივების მნიშვნელობა ჩვილ ბავშვთა პნევმონიის პათოგენეზსა და კლინიკურ მიმდინარეობაში", დაიცვა 1979 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.286; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ექიმთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი
  • საერთაშორისო საზოგადოება "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: