Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლელი ქერქაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1945 წელს. 1948-1955წწ. მუშაობდა ექიმ-პედიატრად; 1955-1957წწ. კლინიკურ ორდინატორად; 1958-1961წწ. იყო პედიატრიული ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა პროპრდევტიკისა და საფაკულტეტო პედიატრიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1961-1970წწ. ასისტენტი, 1970-1983წწ. დოცენტი, 1983-1988წწ. პროფესორი, 1988-1996წწ. კათედრის გამგე, 1996 წლიდან კათედრის პროფესორი. ავტორია 120 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჩვილ ბავშვთა პულმონოლოგიის, ალერგიისა და რევმატიზმის საკითხებს. თანაავტორებთან ერთად მისი რედაქციით გამოცემულია პედიატრიის სახელმძღვანელო(1995), "ნერვული სისტემის პერინატალური დაზიანების შორეული სომატური გართულებები ბავშვებში" (თანაავტორი თ. ტონია, 1996), მისი რედაქციით გამოცემულია "გადაუდებელი მდგომარეობანი ბავშვთა ასაკში"(1997), "პედიატრია" (თანაავტორებთან ერთად, სახელმძღვანელო საშუალო სამედიცინო სასწავლებლებისათვის). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 8 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კათედრის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მასალები შრატის ცილებისა და კოაგულაციური სინჯების ცვლილებების საკითხისათვის ჩვილ ბავშვთა პნევმონიების დროს", დაიცვა 1964 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "პრემორბიდული მდგომარეობისა და ორგანიზმის იმუნორეაქტივების მნიშვნელობა ჩვილ ბავშვთა პნევმონიის პათოგენეზსა და კლინიკურ მიმდინარეობაში", დაიცვა 1979 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.286; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.324 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |