The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დოდო ქვარცხავა

Date of birth:28 January, 1945  (80 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1966 წელს.

1968-1975წწ. იყო პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიისა და ფუნქციური დიაგნოსტიკის განყოფილების ექიმი-ენდოკრინოლოგი; 1976-1985წწ. ჩვილ ბავშვთა განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1985 წლიდან პულმონოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის, 6 მეთოდური რეკომენდაციის, რომლებიც ეხება ალერგიის, სასუნთქი სისტემის სიხშირეს, იმუნურ სისტემას. სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა ორდინატორების მომზადებას, სამეცნიერო კონფერენციებზე ახალგაზრდა მეცნიერთა თემების მომზადებას. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების ენერგეტიკული ცვლის დარღვევა ალერგიული დიათეზის დროს ადრეული ასაკის ბავშვებში და მისი ნორმალიზაციის გზები", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.286

Member of Organizations

  • საერთაშორისო საზოგადოება "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", წევრი
  • საქართველოს პედიატრთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ალერგოლოგთა საზოგადოება, წევრი

Share: