The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ქორიძე

დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1976წწ. იყო მოსკოვის პირველი საავადმყოფოს მეანობა-გინეკოლოგიის კათედრის ინტერნი, კლინიკური ორდინატორი; 1976-1985წწ. ხობის რაიონის მთავარი მეან-გინეკოლოგი, ხობის რაიონული საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე; 1985-1989წწ. აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1989 წლიდან ამავე ინსტიტუტის წამყვანი სპეციალისტი. არის 14 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორისაა მონოგრაფია: "ნაყოფის და ახალშობილის ენერგეტიკული ცვლის ოპტიმალური საკითხების შესწავლა და მეცნიერული დასაბუთება"(1993). მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.  არის  საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის პრაქტიკულ სამეცნიერო ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხელოვნური აბორტების დროს სტეროიდული ჰორმონების სეკრეცია და სიმპატიკო-ადრენალური სისტემის რეაქცია", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.288


გააზიარე: