შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი 1963 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1968 წელს (საფორტეპიანო, ორგანი). 1969–1977წწ. იყო თბილისის III მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი(ფორტეპიანო); 1974–1995წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს სამხატვრო სკოლა–ათწლედის პედაგოგი (ფორტეპიანო); 1990–1995წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, მომზადებისა და მეთოდიკის კათედრის მეცნიერ–თანამშრომელი; 1999–2004წწ. ბადენ–ვიუთენბერგის(გერმანია) გრენცახის ეკლესიის ორგანისტი; 2002–2004წწ. ლორახის კარიტასის საზოგადოებაში სასწავლო–კრეატიული პროგრამის ხელმძღვანელი; 2004 წლიდან ქ. ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, 2004 წლიდან აქვე პედაგოგი (სპეციალური ფორტეპიანო, მეთოდიკა); 2005 წელს დააარსა "ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი-კონფერენცია"; 2006–2009წწ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტ–კონსერვატორიის დირექტორი, პედაგოგი (ფორტეპიანო, მეოდიკა); 2009–2012წწ. ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკალური ფაკულტეტის, მუსიკალური პედაგოგიკის, მუსიკალური თეორიის, ეთნომუსიკოლოგიის, საორკესტრო და აკადემიური გუნდის დირიჟორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2006 წლიდან სრული პროფესორი, 2012 წლიდან ემერიტუსი; პიანისტი, ორგანისტი, მოყვარული მხატვარი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 116
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |