The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარინა გოდერძიშვილი-ალექსიძე

მარინა გოდერძიშვილი-ალექსიძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1967 წელს, თბილისის უცხოენათა ინსტიტუტი 1977 წელს (ფრანგული ენა).

1967–1992წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი მოცეკვავე; 1983–1985წწ. ბავშვთა ფიგურული სრიალის სკოლის ქორეოგრაფი, 1985–1988წწ. თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი, 1987 წლიდან ბავშვთა საბალეტო სტუდიის პედაგოგი; 1986–1988წწ. გაიარა პედაგოგიური კურსები მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში პედაგოგ ნ. ზოლოტოვასთან; 1992–1994წწ. იყო ბალეტმაისტერის ასისტენტი, 1994–2004წწ. საბალეტო დასის გამგე; 2004 წლიდან ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის პედაგოგ–რეპეტიტორი; 2009 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საბალეტო ხელოვნების პროგრამის ხელმძღვანელი; ქართული რეპერტუარი: დალი, ქალიშვილი (ს. ცინცაძე "დალი და მონადირე", "პოემა"), მედეა (რ. გაბიჩვაძე "მედეა"), სოლისტი (ვ. კახიძე "ამორძალები"); სხვა რეპერტუარი: სოლო (ბახი "ჩაკონა"), მირტა(ადანი "ჟიზელი"), ჩელიტა(მინკუსი "დონ კიხოტი"), ოდეტა–ოდილია (ჩაიკოვსკი "გედების ტბა"), კარმენი (რ. შჩედრინი–ბიზე "კარმენ–სიუიტა"), ლაურენსია (კრეინი "ლაურენსია"), ბესი (გერშვინი "პორგი და ბესი"), ალეგორია (ვივალდი "წელიწადის დრონი"), დეზდემონა, ემილია (პერსელი "მავრის პავანა"), აგრეთვე მრავალი მინიატურა, საკონცერტო ნომერი; განახორციელა საბალეტო დადგმები პერმის, ტაშკენტის, ტალინის, კიშინიოვის, ალმა–ატას ოპერისა და ბალეტის თეატრებში; ბალეტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 117; თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი: opera.getbilisiballet.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1980 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: