The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვერა წიგნაძე

ვერა წიგნაძე
დაბადების თარიღი:24 სექტემბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:17 ივნისი, 2016  (91 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღი, თბილისი
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი.

დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1943 წელს.

1943-1946წწ. ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში; 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა; 1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე; 1969 წლიდან ასწავლიდა კლასიკურ ცეკვას თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. იგი პირველი ინტერპრეტატორია შემდეგი პარტიებისა: კეთილი ფერია(გ. კილაძის "სინათლე"), ირემა(დ. თორაძის "გორდა"), ნატაშა(თორაძის "მშვიდობისათვის"), დეზდემონა(ა. მაჭავარიანის "ოტელო“), თამარი (ს. ცინცაძის "დემონი"). წიგნაძის ცეკვისათვის დამახასიათებელი იყო პოეტურობა, რომანტიკული მღელვარება, დახვეწილი ოსტატობა, მაღალი, ჰაეროვანი ნახტომი, მოძრაობის სიმსუბუქე და გამომსახველობა, კარგი სცენური გარეგნობა, რაც განსაზღვრავდა მოცეკვავის ფართო საშემსრულებლო დიაპაზონს ლირიკულ, დრამატულ და გმირული ხასიათის როლებში. პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, 2007 წელს "გედის თანავარსკვლავედში" ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელები დაერქვა. ორი ქართველი განუყრელი ვარსკვლავი საერთაშორისო სატრონომიულ კატალოგში იქნა შეტანილი. ვ. წიგნაძე არის მრავალი სახელმწიფო პრემიის, საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 11.-თბ.,1987.- გვ.314; sputnik-georgia.comambebi.geწიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.274

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1951 - სტალინური პრემია
  • 1948 - სტალინური პრემია

გააზიარე: