Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვერა წიგნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი. დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1943 წელს. 1943-1946წწ. ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში; 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა; 1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე; 1969 წლიდან ასწავლიდა კლასიკურ ცეკვას თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. იგი პირველი ინტერპრეტატორია შემდეგი პარტიებისა: კეთილი ფერია(გ. კილაძის "სინათლე"), ირემა(დ. თორაძის "გორდა"), ნატაშა(თორაძის "მშვიდობისათვის"), დეზდემონა(ა. მაჭავარიანის "ოტელო“), თამარი (ს. ცინცაძის "დემონი"). წიგნაძის ცეკვისათვის დამახასიათებელი იყო პოეტურობა, რომანტიკული მღელვარება, დახვეწილი ოსტატობა, მაღალი, ჰაეროვანი ნახტომი, მოძრაობის სიმსუბუქე და გამომსახველობა, კარგი სცენური გარეგნობა, რაც განსაზღვრავდა მოცეკვავის ფართო საშემსრულებლო დიაპაზონს ლირიკულ, დრამატულ და გმირული ხასიათის როლებში. პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილის ინიციატივით, 2007 წელს "გედის თანავარსკვლავედში" ორ უსახელო ვარსკვლავს ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელები დაერქვა. ორი ქართველი განუყრელი ვარსკვლავი საერთაშორისო სატრონომიულ კატალოგში იქნა შეტანილი. ვ. წიგნაძე არის მრავალი სახელმწიფო პრემიის, საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, 2015 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია : ტ. 11.-თბ.,1987.- გვ.314; sputnik-georgia.com; ambebi.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.274 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |