შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ცირა ქრისტესიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1978წწ. გაიარა ინტერნატურის კურსი; 1978-1980წწ. იყო სოფ. ახრისის(გორის რაიონი) საექიმო ამბულატორიის გამგე; 1980-1983წწ. თბილისის მე-8 პოლიკლინიკის ექიმი-კარდიოლოგი, 1983-1985წწ. კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, 1985 წლიდან ამავე ინსტიტუტის ქრონიკული კორონარული ნაკლოვანებების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა გულის იშემიური დაავდების დიაგნოსტირების საკითხებზე. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის გარდამავალი იშემიის გავლენა ერთეული ექტოპიური შეკუმშვების ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პირებში", დაიცვა 1992 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.289 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |