The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცირა ქრისტესიაშვილი

დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1954  (69 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს.

1977-1978წწ. გაიარა ინტერნატურის კურსი; 1978-1980წწ. იყო სოფ. ახრისის(გორის რაიონი) საექიმო ამბულატორიის გამგე; 1980-1983წწ. თბილისის მე-8 პოლიკლინიკის ექიმი-კარდიოლოგი, 1983-1985წწ. კარდიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი, 1985 წლიდან ამავე ინსტიტუტის ქრონიკული კორონარული ნაკლოვანებების განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა გულის იშემიური დაავდების დიაგნოსტირების საკითხებზე. მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის გარდამავალი იშემიის  გავლენა ერთეული ექტოპიური შეკუმშვების ჰემოდინამიკურ მაჩვენებლებზე გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პირებში", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.289

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: