შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გელა ქოიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს. 1985-1996წწ. იყო თბილისის №5 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ქირურგი; 1989-1992წწ. მოსკოვის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი, 1996 წლიდან ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების უფროსი. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომისა რეფლუქს-ეზოფაგიტის, წყლულოვანი დაავადებებისა და ღვიძლის აბსცესების შესახებ. სამედიცინო ინსტიტუტ "Vita"-ს ქირურგიის კათედრის ასისტენტი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების უფროსი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველადი და განმეორებითი ოპერაციები რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს", დაიცვა 1998 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.287
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |