The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა ქოიავა

დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1985 წელს.

1985-1996წწ. იყო თბილისის №5 საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების ქირურგი; 1989-1992წწ. მოსკოვის ქირურგიის სამეცნიერო ცენტრის ასპირანტი, 1996 წლიდან ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების უფროსი. ავტორია 5 სამეცნიერო ნაშრომისა რეფლუქს-ეზოფაგიტის, წყლულოვანი დაავადებებისა და ღვიძლის აბსცესების შესახებ. სამედიცინო ინსტიტუტ  "Vita"-ს ქირურგიის კათედრის ასისტენტი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.  ცენტრალური სამხედრო ჰოსპიტლის ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილების უფროსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პირველადი და განმეორებითი ოპერაციები რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს", დაიცვა 1998 წელს.  

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.287


გააზიარე: