შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პეტრე შარია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი თაგილონი, გალის რაიონი. ოთხკლასიანი სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა დაწყებითი სკოლა ქალაქ ზუგდიდში. 1919-1920წწ. სწავლობდა სოხუმის საოსტატო(სამასწავლებლო) სემინარიაში; 1922-1924წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1924-1926წწ. სწავლობდა მოსკოვში, ნ.კ. კრუპსკაიას სახელობის კომუნისტური აღზრდის აკადემიაში, ხოლო 1926-1929წწ. რუსეთის საზოგადოებრივ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ასოციაციასთან (РАНИОН) არსებულ ასპირანტურაში. სწავლასთან ერთად პარალელურად ეუფლებოდა ფილოსოფიურ დისციპლინებს მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში(მათ შორის, მოსკოვის პირველ უნივერსიტეტში); ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დატოვებული იყო კომუნისტური აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამედროვე ბურჟუაზიული ფილოსოფიის კრიტიკის სექციის სწავლულ მდივნად და მენდელეევის სახელობის ქიმიურ-ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგედ; 1930-1931წწ. მუშაობდა საქართველოს განათლების კომისარიატის კოლეგიის წევრად და მეცნიერების სექტორის უფროსად, ხოლო 1931-1932წწ. საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ; 1932-1934წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის გამგე; 1934-1936წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტში სამდივნოს წევრად და პროპაგანდისა და კულტურის განყოფილების გემგედ, იქიდან გადაყვანილი იყო ცენტრალური კომიტეტის მეცნიერებისა და პროპაგანდის განყოფილებათა გამგედ; 1938-1943წწ. მუშაობდა სსრ კავშირის შინაგან საქმეთა კომისარიატის ცენტრალურ აპარატში ერთ-ერთი სამმართველოს უფროსად; იყო მთავარი ინიციატორი 1946 წელს დაფუძნებული ფილოსოფიის ინსტიტუტის შექმნისა; 1943-1948წწ. მუშაობდა საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტში – მდივნად იდეოლოგიურ დარგში; 1948-1952წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ სამუშოზე; 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის თეორიულ განყოფილებაში უფროს მეცნიერ-თანამშრომად; 1968-1978წწ. შეთავსებით ასწავლიდა ესთეტიკას თბილისის სახელმწიფო სამხედრო აკადემიაში, საიდანაც გადავიდა ვ.ი. ლენინის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც ასპირანტებს ასწავლიდა ფილოსოფიას. 1932 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება, ხოლო 1934 წელს - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი; სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის რაიონულ და საქალაქო კომიტეტებში და ცენტრალურ კომიტეტში, აგრეთვე – საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად და საქართველოსა და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოების დეპუტატად. იცოდა ექვსი ენა(რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ესპანური). წყარო: ინფორმაცია მოგვაწოდა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გურამ ყორანაშვილმა. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |