The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვენერა ქოიავა

დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1915  (108 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საკაჭარაო(აბაშის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1938 წელს.

1938-1939წწ. იყო თბილისის სისხლის გადასხმის ინსტიტუტის ასპირანტი; 1939 წელს დაბა აბაშის პოლიკლინიკის სისხლის გადასხმის ლაბორატორიის გამგე; 1939-1941წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის ასპირანტი; 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება სახსარშიდა მოტეხილობებს, ზედა-ქვედა კიდურების მოტეხილობებს, მათ მკურნალობას და შორეულ შედეგებს, ტრავმატიზმის საკითხებს, ბარძაყის თავის ცენტრალურ ამოვარდნილობას, მუხლის სახსრის დაზიანებას, კვირისთავის მოტეხილობებს, მათ მკურნალობას, ტერფის თანდაყოლილი დეფორმაციის ტერმინოლოგიას(თანდაყოლილი ტერფმრუდობა), მყეს-იოგოვანი აპარატის ჰისტოპათოლოგიურ გამოკვლევას, ტერფის ძვლების რენტგენოლოგიურ  გამოკვლევას და სხვ. ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობას ექიმთა დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის კათედრაზე. ორთოპედ-ტრავმატოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.  მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მრავალი წელი ხელმძღვანელობდა ომის ვეტერანთა კლუბს.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თანდაყოლილი ტერფმრუდობის მკურნალობის საკითხისათვის ბავშვთა ასაკში", დაიცვა 1955 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.288


გააზიარე: