The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნუგზარ ქუმარიტაშვილი

Date of birth:1 January, 1949  (76 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972-1975წწ. იყო ბორჯომის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი; 1979 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი,1980-1983წწ. მივლინებული იყო ალჟირში, 1975 წლიდან არის რკინიგზის ნ. კახიანის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი. ავტორია 8 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ხორხის პაპილომისა და კიბოს ჰისტოლოგიურ, ელექტრონულ-მიკროსკოპიულ, ელექტრონულ-რადიო-ავტოგრაფულ  მორფომეტრიულ თავისებურებებს. ატარებდა ლექციებს და პრაქტიკულ მეცადინეობებს ოტორინოლარინგოლოგიაში. ოტორინოლარინგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. რკინიგზის ნ. კახიანის სახელობის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის განყოფილების ექიმი, უმაღლესი კატეგორიის ექიმი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ხორხის პაპილომისა და კიბოს მორფოგენეტიკური თავისებურებანი და მათი კლინიკური მნიშვნელობა", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.290

Member of Organizations

  • საქართველოს ოტოლარინგოლოგთა საზოგადოება, წევრი

Share: