The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ გომელაური

თამაზ გომელაური
Date of birth:1 November, 1937
Date of death:20 October, 2007  (at 69 years)
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

თბილისის ზ. ფალიაშვილის ცენტრალური სამუსიკო სკოლის დამთავრების შემდეგ (ჩელოს სპეციალობით, პედაგოგი გ. ბარნაბიშვილი) 1956 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიაში ვიოლონჩელის სპეციალობით. 1957 წელს სწავლა მოსკოვის გნესინების სახ. ინსტიტუტში გააგრძელა (პროფ. ალ. ვლასოვის კლასი), მისი კამერული კლასის პედაგოგი იყო გამოჩენილი მუსიკოსი მარია იუდინა, ხოლო, კვარტეტის კლასს ასწავლიდა პროფ. ვიქტორ კუბაცკი. გნისენები დაამთავრა 1961 წელს. თ. გომელაური ადრეული ასაკიდან უკვე გამოდიოდა კონცერტებით აუდიტორიის წინაშე. 15 წლისამ თბილისის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, შ. აზმაიფარაშვილის დირიჟორობით შეასრულა შ. სენ-სანსის სავიოლონჩელო კონცერტი. იგი მუშაობდა "გოსკონცერტში" კვარტეტის შემადგენლობაში. 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იგი თბილისის კონსერვატორიაში მოღვაწეობდა კამერული ანსამბლისა და კვარტეტის კათედრაზე პედაგოგად. 1968–1972 წლებში, ხოლო შემდგომ 1990–1997 წლებში მუშაობდა კაიროს (ეგვიპტე) ნაციონალურ კონსერვატორიაში. 1975–1978 წლებში კი ალჟირში. პედაგოგობის პარალელურად თ. გომელაური ეწეოდა ფართო საკონცერტო მოღვაწეობას, როგორც საქართველოში, ასევე ყოფილ სსრკ და საზღვარგართის ქვეყნების საესტრადო სცენაზე. კონცერტები გამართული აქვს იაპონიის 23 ქალაქში, ვალენსიაში (ესპანეთი), რომში და სხვა. მისი საკონცერტო რეპერტუარი მდიდარი და მრავალფეროვანია. მასში შედის ბაროკოს პერიოდის კომპოზიტორები, კლასიკოსები, მათ შორის ვენის ყველა კლასიკოსი, რომანტიკოსები, იმპერსიონისტები, თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები. მისი მოწაფეები იყვნენ: გ. ხეოშვილი, მ. ლორია, ზ. შამუგია, ნ. ჟვანია; არაბი მუსიკოსები: პ. ჩაიკოვსკის სახ. კონკურსის დიპლომანტები: მუსტაფა ნაგი, ჰასან შარარი. მის რეპერტუარში იყო, ქართული: ს. ცინცაძე, რ. ლაღიძე, შ. თაქთაქიშვილი, ვ. აზარაშვილი, ა. შავერზაშვილი, ნ. გუდიაშვილი, ა. ბალანჩივაძე – საფორტეპიანო ტრიო. ვიოლონჩელისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 118; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.100

Awards and Honors

  • 1983 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: