The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნორა ქუთათელაძე

ნორა ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:1 მაისი, 2013  (91 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს.

რენტგენოლოგის კვალიფიკაცია მიიღო ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში; 1941-1944წწ. იყო რესპუბლიკის ონკოლოგიური დისპანსერის ექიმი-რადიოლოგი; 1945 წლიდან მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტში ექიმ-რენტგენოლოგად, კაბინეტის გამგედ, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1963 წლიდან იყო სამედიცინო ინსტიტუტის ს/ს ლაბორატორიის რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის სექტორის ხელმძღვანელი; 1968 წლიდან მუშაობდა კარდიოლოგიის ინსტიტუტისა და თსუ სხივური დიაგნოსტიკის კათედრაზე. ავტორია 84 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება რენტგენოლოგიური შესწავლის საკითხებს ჰიპერტონული და იშემიური დაავადებების დროს. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. სამეცნიერო-პრაქტიკულ ხელმძღვანელობას უწევდა განყოფილების თანამშრომლებს. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კარდიოლოგიის ინსტიტუტში,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. იყო კარდიოლოგიის, სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტებში სამეცნიერო საბჭოს წევრი, დისერტაციის დაცვის საბჭოს წევრი ამავე დარგში. რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის კათედრის პროფესორი, საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა 1958 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "Рендгенологические методы исследования в определении изменения сердца и аорты при гипертонической болезни", დაიცვა 1968 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.290

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი

გააზიარე: