The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნატა ქურდიანი

დაბადების თარიღი:17 მარტი, 1923  (102 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს.

1946–1950წწ. იყო მ. წინამძღვრიშვილის სახ. კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე; 1950–1954წწ. ფიზიოთერაპიული განყოფილების გამგე; 1954–1972წწ. ნიშანდებული ატომების ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972–1979წწ. ექსპერიმენტული ბოქიმიის ლაბორატორიის უმცროსი, შემდეგ უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1983 წლიდან კლინიკური ექსპერიმენტული ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის. თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა -  "ღვიძლისა და აორტის ფოსფოლიპიდების შესწავლა, რადიოინდიკაციის მეთოდით ექსპერიმენტული ათეროსკლეროზის დროს", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.291

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბიოქიმიკოსთა საზოგადოება, წევრი
  • თერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • კარდიოლოგიური საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საპატიო სიგელი
  • 1985 - შრომის ვეტერანი

გააზიარე: