The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან ქურციკაშვილი

დაბადების თარიღი:23 მარტი, 1930  (95 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1954 წელს.

1954–1958წწ. იყო ბორჯომ–ლიკანის სანატორიუმის ექიმი; 1958–1984წწ. მუშაობდა სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1984–1991წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში; 1991–1996წწ. პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში; 1996 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მეცნიერ–თანამშრომელია. ავტორია 68 სამეცნიერო ნაშრომის.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ანტიბიოტიკის მოქმედება კუჭის სეკრეციულ ფუნქციაზე", დაიცვა 1965 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.291

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალი "საქართველოს სამედიცინო მოამბე", პასუხისმგებელი მდივანი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინისა და ადამიანის ეკოლოგიის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1987 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1984 - საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი
  • 1967 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი
  • ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: