| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ქურხული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კოდა, თეთრიწყაროს რაიონი. დაამთავრა ლენინგრადის სანიტარულ-ჰიგიენური სამედიცინო ინსტიტუტი 1974 წელს. თბილსისი 128-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ 1967 წელს, 2 წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურის სანიტრად; 1974-1978 წლებში ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობდა სმოლენსკის ოლქის ხისლავიჩის რაიონის სანეპიდსადგურის მთავარ ექიმად; 1978–1980 წლებში საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის კომუნალური ჰიგიენის სანიტარული ექიმი იყო; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კომუნალური და რადიაციული ჰიგიენის კათედრის ასისტენტი და ექიმია; 1989 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დაუსწრებელი ასპირანტურის ასპირანტი (1980-1984); თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კომუნალური და კვების ჰიგიენის კათედრის ასისტენტი (1980-1985); მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი (1986, ქ. ლენინგრადის სანიტარულ-ჰიგიენური სამედიცინო ინსტიტუტი); თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რადიაციული ჰიგიენის კათედრის დოცენტი (1994-1999); 1994 წლიდან 2005 წლამდე არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ, პარალელურად 1998 წლიდან 2000 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და შეთავსებით 0,5 განაკვეთზე თსსუ -ის პროფილაქტიკური მედიცინის რადიაციული ჰიგიენის კათედრის დოცენტი; ასევე, მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად (2000-2006); 23 წელი იმუშავა პედაგოგად კომუნალური ჰიგიენის კათედრაზე და ატარებდა სემინარებს ზოგად სპეციალობაში. ავტორია 38 მეცნიერული ნაშრომის; მონაწილეა მრავალი სამეცნიერო კონფერენციის. მისმა კვლევებმა დიდი როლი შეასრულეს ქ. რუსთავის წყლების შესწავლასა და გაჯანსაღების საქმეში. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალში ოლეფინსულფონატის შემცველობის ჰიგიენური რეგლამენტირება და საქართველოს წყალსატევების ზედაპირული აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან სანიტარული დაცვითი ღონისძიებების შემუშავება". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.291; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ.I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.- .-თბ.,2010.-გვ.104-106 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

