The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიხეილ ქურხული

Date of birth:14 February, 1950  (75 years)
Category:Medical Doctor

Biography

დაამთავრა  ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ–ჰიგიენური ფაკულტეტი 1974 წელს. 

1974-1978წწ. იყო სმოლენსკის ოლქის ხისლავიჩის რაიონული სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი; 1978–1980წწ. საქართველოს სსრ ჯანდაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის კომუნალური ჰიგიენის სანიტარული ექიმი; 1980 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კომუნალური და რადიაციული ჰიგიენის კათედრის ასისტენტი; 1989 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი; 1998 წლიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობისა და ჰიგიენური ნორმირების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ავტორია 38 სამეცნიერო ნაშრომის. ჰიგიენისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წყალში ოლეფინსულფონატის შემცველობის ჰიგიენური რეგლამენტირება და საქართველოს წყალსატევების ზედაპირული აქტიური ნივთიერებებით დაბინძურებისაგან სანიტარული დაცვითი ღონისძიებების შემუშავება".

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.291


Share: