შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მირა ღადუა
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბაია(ხობის რაიონი). დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1974წწ. იყო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს რესპუბლიკური სანეპიდსადგურის კომუნალური ჰიგიენის ექიმი; 1978-1992წწ. პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სალმონელოზური ინფექციების ეპიდემიოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ჰოსპიტალური ლაბორატორიის ექიმი. ავტორია 14 სამეცნიერო ნაშრომისა საავადმყოფოსშიდა(ჰოსპიტალური სალმონელოზი) ინფექციების პრობლემებზე. ეპიდებიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ჰოსპიტალური ინფექციების განყოფილების გამგე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სალმონელოზის ეპიდემიოლოგია ბავშვთა შორის საქართველოს რესპუბლიკაში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.293 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |