The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი დუმბაძე

აკაკი დუმბაძე
დაბადების თარიღი:16 აგვისტო, 1940  (83 წლის)
კატეგორია:მექანიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი გეგელიძეები, ქედის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მექანიკის სპეციალობით 1966 წელს.

1966-1971წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მექანიკა მათემატიკის ინსტიტუტში (პოლიმერების განყოფილებაში), 1972-1994წწ. საქართველოს კ. ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის პოლიმერების ცოცვადობისა და ხანგრძლივი სიმტკიცის განყოფილებაში; 1994 წლიდან საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სრული პროფესორია; 1995-2005წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის თვითმფრინავმშენებლობის კათედრის გამგე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებით ჩატარებული კვლევები ეხება, დრეკადბლანტი სხეულების მექანიკას; კერძოდ, თხელკედლიანი გარსული კომპოზიტური კონსტრუქციების ცოცვადობაზე და ხანგრძლივ სიმტკიცეზე გაანგარიშებას, ცვლადი დატვირთვების აგრესიული გარემოსა და ტემპერატურული (მაღალი) ზემოქმედების გათვალისწინებით. კვლევებისადმი ახალი, ორიგინალური მიდგომების გამოყენებით, რაც ემყარება ცნობილი კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორიის აპარატს, მან შეიმუშავა გარსთა თეორიის სივრცული ამოცანების ბრტყელ ამოცანებზე მიყვანის ხერხი, რის საფუძველზე გაანგარიშებულია ისეთი ბრუნვითი კომპოზიციური გარსები, რომელთაც შეერთების მრუდი საზღვარი გააჩნიათ. მიღებული აქვს აკადემიკოს სერგეი კოროლიოვის სახელობის მედალი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.507; საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.216

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: