შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ დუმბაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1960 წელს. 1960 წლიდან მუშაობდა მხატვრად შრიფტის ექსპერიმენტულ ლაბორატორიაში; 1972 წლიდან იყო ამავე ლაბორატორიის გამგე; 1990 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1960-1988წწ. შექმნა და წარმოებაში დანერგა 18 სატექსტე და 30 სატიტულო საწერი მანქანებისა და სააფიშო შრიფტი; მის მიერ შექმნილ შრიფტებს შორის აღსანიშნავია: "უნივერსიტეტი", "ლიტერატურული", "ენციკლოპედიური" (ამ შრიფტით დაიბეჭდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ტომები), "ნაკადული", "გორდა", "აკადემიური", "ილია", "ილია II"; ასევე მუშაობდა დაზგურ გრაფიკაშიც; გრაფიკოსი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.507; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.281 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |