Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანტონ დუმბაძე![]()
Biographyქართული საეკლესიო გალობის ერთ-ერთი უბადლო მცოდნე და მასწავლებელი; სამგალობლო ტრადიციების მქონე დუმბაძეების საგვარეულო ოჯახის წარმომადგენელი, მოღვაწეობდა გურიაში შემოქმედის მონასტერში; მასთანაა დაკავშირებული გალობის განსაკუთრებული კილოს შემოღება, შესწავლა, დაცვა და განვითარება; იგი ამ საგვარეულოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო XIX საუკუნის დასასრულს საქართველოში; თანამედროვეთა შეფასებით იგი არის "თვით პაპა გურულის გალობისა, აღდგენილი და განმამტკიცებელი მისი მთელს გურია-სამეგრელოში"; ის "სრული მგალობელია", რომლის გარშემოც თავს იყრიან ცნობილი შემსრულებლები: მელქისედეკ ნაკაშიძე, რაჟდენ ხუნდაძე, ნესტორ კონტრიძე, დავით დუმბაძე; მისი საგვარეულოს მიერ დამკვიდრებულ კილოს, შემდგომში დუმბაძის კილო ეწოდა; ცნობილმა მუსიკოსმა, მომღერალმა და ფოლკლორისტმა ფილიმონ ქორიძემ მისგან გურიაში ჩაიწერა, ნოტებზე გადაიტანა და კრებულების სახით გამოსცა ასობით საგალობელი; ესენია: პარტიტურა N1 "ქართული გალობა-ლიტურგია იოანე ოქროპირისა, მღვდლისა და მღვდელ-მთავრისათვის" (ტფილისი, 1895), პარტიტურა N2 "საგალობელნი პირველშეწირულისა ვასილი დიდისა, მღვდლად კურთხევისა და ქორწინებისა"; დიდი ნაწილი მის მიერ გადმოცემული საგალობლებისა დღემდე გამოუქვეყნებელია. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.507
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |