The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ღამბაშიძე

დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1921  (102 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1942 წელს.

1943-1945წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პროპედევტიკის კათედრის ორდინატორი, 1946-1958წწ. ამავე კათედრის ასისტენტი; 1959-1972წწ. აკად. ნ. ანთელავას სახელობის გულ-მკერდის ქირურგიის სამეცნიერო ჯგუფის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი. ავტორია 111 სამეცნიერო ნაშრომისა კარდიოლოგიის პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები: "გულის და სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის საკითხისათვის  წყლულოვანი დაავადებების დროს"(1987), "გულის დაავადებები და მათი ქირურგიული მკურნალობა"(აკადემიკოს ნ. ანთელავას თანაავტორობით, "საქმედგამი",1963). ხელმძღვანელობდა ექიმთა პრაქტიკულ მუშაობას კლინიკაში. მისი ხელმძრვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი (1982). თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობა წყლულოვანი დაავადების დროს", დაიცვა 1957 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კარდიო და ჰემოდინამიკა ფილტვისმიერი გულის დროს ფილტვების ქრონიკული ჩირქოვანი დაავადებების და სიმსივნით შეპყრობილ ავადმყოფებში", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.293; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1986 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1982 - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: