The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან ღამბაშიძე

ქეთევან ღამბაშიძე
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1983წწ. მუშაობდა თსს ჰოსპიტალში; 1983-1984წწ. იყო ექიმი-ორდინატორი ბორჯომში; 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათოფიზიოლოგიის კათედრის თანამშრომელი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომების და საავტორი გამოგონების. მუშაობს ექსპერიმენტულ ონკოლოგიაში. ექიმი-პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათს დოქტორი (2006), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ერითროციტების თვისობრივი ცვლილებები და მათი როლი ავთვისებიანი სიმსივნის ზრდის პროცესში განვითარებული ანემიისა და მიკროჰემოცირკულაციის დარღვევის პათოგენეზში", დაიცვა 1994 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ორგანიზმის რედოქს-სტატუსის და სისხლის რეოლოგიისცვლილებების როლიპარანეოპლაზიური დარღვევების მექანიზმში და მათი პათოგენეზური კორექციის გზები", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.294; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.374; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი: tsmu.edu

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პათოფიზიოლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა საზოგადოება, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: