შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ ღირდალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972-1973წწ. მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში; 1973-1974წწ. ლენინგრადის პედიატრიულ სამედიცინო ინსტიტუტში; 1974-1976წწ. ქარელის რაიონულ საავადმყოფოში; 1976-1989წწ. თბილისში, ქირურგიის ინსტიტუტში; 1989-1992წწ. მოსკოვის სამედიცინო აკადემიაში; 1992 წლიდან თბილისის ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 51 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ჰეპატო-პანკრეატო-ბილიარული ქირურგიის, ქირურგიული გასტროენტეროლოგიის, ტრანსპლანტალოგიის პრობლემებს. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ქირურგიის ინსტიტუტის ღვიძლის, სანაღვლე გზების და პანკრეასის განყოფილების უფროსი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალშობილის ღვიძლის დროებითი ჰეტეროტოპული გადანერგვა მოზრდილ რეციპიენტზე". წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.295 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |