The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი ღლონტი

ლალი ღლონტი
დაბადების თარიღი:1 აპრილი, 1944
გარდაცვ. თარიღი:14 ივნისი, 2022  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1966 წელს.

1966-1968წწ. იყო "მედტექნიკის" სპეციალიზებული №1 აფთიაქის ოკულისტი; 1966-1971წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1971-1993წწ. ამავე კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1971-1993წწ. ასისტენტი, 1993 წლიდან აღნიშნული კათედრის დოცენტი. ავტორია 43 სამეცნიერო ნაშრომისა, ნერვული სისტემის მემკვიდრულ დაავადებათა სხვადასხვა პრობლემებზე. გამოქვეყნებული აქვს ერთი დამხმარე სახელმძღვანელო სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტებისათვის: სასწავლო ამოცანები პროგრამირებული კონტროლის ელემენტებით თემაზე: "ნერვული სისტემის დაავადებები"(1995). არის რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ენდოკრინოლოგიური განყოფილების კონსულტანტი. ნევროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კუნთთა პროგრესული დისტროფიების კლინიკურ-გენეტიკური ანალიზი საქართველოს მოსახლეობაში", დაიცვა 1975 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.296; fortuna.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოება , წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: