Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ გორგიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1950 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს(ვოკალური). 1960 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; მოგვიანებით დ. მჭედლიძის რჩევით, ბარიტონიდან ტენორზე გადავიდა; მალე შედგა მისი როგორც დრამატული ტენორის დებიუტი, რადამესი (ვერდი "აიდა"); ნელ–ნელა დაკარგა ხმა და 1973 წელს დატოვა საოპერო სცენა; მის რეპერტუარში იყო, ქართული: კუჭატნელი (ა. ბუკია "არსენა"), კიაზო (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), გოჩა (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), ტარიელი, არსაკიძე (შ. მშველიძე "ამბავი ტარიელისა", "დიდოსტატის მარჯვენა"); სხვა რეპერტუარი: კავარადოსი(პუჩინი "ტოსკა"), კანიო (ლეონკავალო "ჯამბაზები"), მანრიკო, ოტელო (ვერდი "ტრუბადური", "ოტელო"), ხოზე (ბიზე "კარმენი"), სემიონ კოტკო (პროკოფიევი "სემიონ კოტკო"). დრამატული ტენორი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 120 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |