Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ დუმბაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის რაიონი. ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი. განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. სამხედრო სამსახურს შეუდგა 1882 წლის 24 აგვისტოდან; დაამთავრა მე-3 სამხედრო ალექსანდროვკის სასწავლებელი; 1884 წელს პოდპურიჩიკის წოდებით ჩაირიცხა ყარსი-ალექსანდროვკის კორპუსში; შემდეგ მიიღო პორუჩიკის (1888), შტაბსკაპიტნის (1894), კაპიტნის (1898) და პოდპოლკოვნიკის (1904) ჩინები; მონაწილეობდა 1904–1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომში; იყო ვლადივასტოკის ციხე-სიმაგრის პირველი საარტილერიო ბრიგადის მეთაური; ომის შემდეგ დაასრულა ოფიცერთა საარტილერიო სკოლა; 1908 წელს მიიღო პოლკოვნიკის, 1912 წელს კი გენერლის წოდება, 1914 წელს — გენერალ-მაიორის წოდება. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.509 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |