The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამია დუმბაძე

მამია დუმბაძე
დაბადების თარიღი:3 ივნისი, 1915
გარდაცვ. თარიღი:25 მარტი, 1990  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ზემო ზენობანი, ჩოხატაურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1942 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში; 1958-1989წწ. იყო საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილების გამგე; იკვლევდა საქართველოს ფეოდალური ხანის სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურული ისტორიის საკითხებს; არის რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი და კოლექტიური გამოკვლევების - "თბილისის ისტორიის", საქართველოს ისტორიის რამდენიმე სახელმძღვანელოს (ქართ. და რუს. ენებზე) თანაავტორი, აგრეთვე "საქართველოს ისტორიის ნარკვევების" რვატომეულის რედკოლეგიის წევრი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორო (1959), პროფესორი (1960).  დაჯილდოებული იყო მედლებით "დიდი სამამულო ომის ვეტერანი",  "ივანე ჯავასიშვილის 100 წლისთავი".

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.509; ომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 36-37

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1980-1990)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: