The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბექა გოჩიაშვილი

ბექა გოჩიაშვილი
დაბადების თარიღი:11 მარტი, 1996  (28 წლის)
კატეგორია:არტისტი, კომპოზიტორი, მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

3 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრა, 4 წლის ასაკიდან მეცადინეობდა პედაგოგ თ. ჩიტაიშვილთან, 6 წლიდან პედაგოგ ზ. რამიშვილთან (ჯაზი, ფორტეპიანო); 10 წლიდან უკრავდა სხვადასხვა ჯაზ–კლუბებში; მეცენატობას უწევდა მ. ლორთქიფანიძე; 2008 წლიდან, აშშ სახელმწიფო მდივნის კ. რაისისა და საქართველოს კულტურის მინისტრის ნ. რურუას მეცენატობით სწავლობს აშშ ჯულიარდის აკადემიაში არსებულ ART-school–ში, პედაგოგები - ფ. კიმბროუ, ფ. ჰეში (პოლიფონია), დ. პერესი (რიტმიკა); მონაწილეობს მრავალ ჯაზ–ფესტივალში საქართველოსა და აშშ–ში; 2015 წელს გამართა საქველმოქმედო კონცერტი თბილისში წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად; ვუნდერკინდი ჯაზმენი, პიანისტი–იმპროვიზატორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 122

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მონტრეს ფესტივალი(შვეიცარია), I პრემია
  • 2007 - საულკრასტეს ფესტივალი(ლატვია), ლაურეატი
  • 2004 - კლასიკური მუსიკის ფესტივალი(შვაიგერი, გერმანია)

გააზიარე: