The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო გოცირიძე

დაბადების თარიღი:1906  (119 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მომღერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(ვოკალური).

1929–1930წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი(ბანი); 1931 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, პარალელურად მოსკოვის გნესინების სახელობის მუსიკა–პედაგოგიკის ინსტიტუტის პედაგოგი (ვოკალი); მის რეპერტუარში იყო, ქართული: აბიო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), მაკარი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), გიორგი–მეფე (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან–ცბიერი"); სხვა რეპერტუარი: რამფისი, სპარაფუჩილე (ვერდი "აიდა", "რიგოლეტო"), ნილაკანტა (დელიბი "ლაკმე"), რუსლანი (გლინკა "რუსლან და ლიუდმილა"), გრემინი, კოჩუბეი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", "მაზეპა"), პიმენი (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"). 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 124





გააზიარე: