The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა ღლონტი

დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1921  (102 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1943 წელს.

1943-1945წწ. იყო ე/გ  2458-ე ქირურგიული განყოფილების უფროსი; 1945-1951წწ. ამიერკავკასიის სამხრეთ-საჰაერო სპეც. დანიშნულების დასასვენებელი სახლის ექიმი; 1951-1955წწ. თბილისის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი; 1956-1960წწ. კურორტ გაგრის მთავარი ექიმი, სანატორიუმ "ნეფტიანიკის" განყოფილების გამგე; 1960-1962წწ. საქართველოს პროფკავშირების მთავარი საკურორტო სამმართველოს სამკურნალო-პროფილაქტიკური განყოფილების გამგე; 1963 წლიდან იყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფიზიოთერაპიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი, სწავლული მდივანი, ფიზიოლოგიური განყოფილების გამგე, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის, 12 რაციონალიზატორული წინადადების და 2 გამოგონების, რომლებიც ეხება კურორტული და პრეფორმირებული ფიზიკური ფაქტორების გამოყენებას სხვადასხვა დაავადების მკურნალობაში. ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის საკურორტო და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ექიმებისა და ექთნების  სისტემურ მომზადებას ფიზიოთერაპიაში. ფიზიოთერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორიის ექიმი-ფიზიოთერაპევტი.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.296

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლ. ჯავახიშვილის სახელობის კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპევტთა სამეცნიერო საზოგადოება, სწავლული მდივანი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • 1958 - მედალი "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი"

გააზიარე: