შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დარეჯან ღირდალაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს. 1971–1973წწ. იყო თბილისის მე–11 პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1973–1984წწ. თბილისის ჰემატოლოგიის და ს/გ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984–1991წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან დისპანსერულ–პოლიკლინიკური განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 2 მეთოდური რეკომენდაცია, 5 რაციონალიზატორული წინადადება. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Клинико-иммунологические особенности хронического лимфолейкоза и терапия леваамзолом", დაიცვა 1980 წელს მოსკოვში. სადოქტორო დისერტაციის თემა - "Реабилитация прогнозирование и выживаемость при лимфопролиферативных заболеваниях", დაიცვა 1990 წელს ლენინგრადში. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.296 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |