The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დარეჯან ღირდალაძე

დარეჯან ღირდალაძე
დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1946  (77 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1973წწ. იყო თბილისის მე–11 პოლიკლინიკის უბნის თერაპევტი; 1973–1984წწ. თბილისის ჰემატოლოგიის და ს/გ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1984–1991წწ. ამავე ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1991 წლიდან დისპანსერულ–პოლიკლინიკური განყოფილების წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰემატოლოგიის კათედრის პროფესორი. ავტორია 58 სამეცნიერო ნაშრომის. ეკუთვნის 2 მეთოდური რეკომენდაცია, 5 რაციონალიზატორული წინადადება. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია. ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Клинико-иммунологические особенности хронического лимфолейкоза и терапия леваамзолом", დაიცვა 1980 წელს მოსკოვში.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "Реабилитация прогнозирование и выживаемость при лимфопролиферативных заболеваниях", დაიცვა 1990 წელს ლენინგრადში.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.296

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო ასოციაცია "ჰემოსტაზი და თრომბები", წევრი (1995-)
  • ტრანსფუზიოლოგთა საზოგადოება, წევრი (1975-)
  • ჰემატოლოგთა საზოგადოება, წევრი (1975-)

გააზიარე: