შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანდრო ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი 1970 წელს. 1970–1973წწ. იყო ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1974–1985წწ. ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის ინსტიტუტის უმცროსი, უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, დირექტორის მოადგილე; 1985–1986წწ. პარტიის ცენტრალური კომიტეტის სექტორის გამგე; 1986–1994წწ. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე; 1994–1996წწ. მუშაობდა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის ოფისში(კოპენჰაგენში); 1996–1997წწ. საქართველოს პრეზიდენტისა კანცელარიაში განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1997 წლიდან ლონდონში, საქართველოს საელჩოში, სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი ჩრდილოეთ ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰიდროკორტიზონის მოქმედება თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციაზე", დაიცვა 1974 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.296 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |