The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელგუჯა ღონღაძე

ელგუჯა ღონღაძე
დაბადების თარიღი:23 ივლისი, 1956
გარდაცვ. თარიღი:მარტი, 2013  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს.

1981–1985წწ. იყო რუსთავის ქალაქის საავადმყოფოს ქირურგი;1985–1987წწ. კლინიკური ორდინატურის კურსი გაიარა რესპუბლიკის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში; 1987–1991წწ. იყო რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ხელოვნური თირკმლის განყოფილების ქირურგი; 1992–1993წწ. სტაჟირებაზე იმყოფებოდა საფრანგეთში(ნანტი), თირკმლის ტრანსპლანტაციის ცენტრში; 1995–1997წწ. მუშაობდა ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ტრანსპლანტოლოგად; 1997 წლიდან - ქირურგიის ინსტიტუტის ტრანსპლანტაციის განყოფილების გამგე. საქართველოში თირკმლის ტრანსპლანტაციის პიონერი, მან 1995 წელს საქართველოში პირველად ცოცხალი ნათესაური დონაციით თირკმლის გადანერგვის 4 ოპერაცია ჩაატარა. ავტორია 56 სამეცნიერო ნაშრომის და 2 რაციონალური წინადადების. ქ. ნანტის საპატიო მოქალაქე, ექიმი-ქირურგი, ტრანსპლანტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოაგულაციურ–ლიზისური სისტემის დარღვევები თიაქარკვეთის დროს ჭარბი წონის მწონე პირებში", დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კლინიკურ-იმუნოლოგიური მახასიათებლების დინამიკა და იმუნოსუპრესიული მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმის დადგენა თირკმლის ტრანსპლატაციის დროს", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.297; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.375

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამხედრო–სამედიცინო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი

გააზიარე: