The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ყიფიანი

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1943  (81 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს.

1977 წელს იყო თბილისის  ალ. წულუკიძის სახელობის უროლოგიის და ნეფროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანატომიის კათედრის ასისტენტი; 1988–1992წწ. უფროსი მასწავლებელი; 1992 წლიდან ამავე კათედრის დოცენტი. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის. ანატომი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინამდებარე ჯირკვლის მორფოლოგიური და ჰისტოქიმიური ცვლილებები სასქესო ჰორმონების ზეგავლენით", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.299

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ემბრიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • ჰისტოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

გააზიარე: