The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯემალ ყოლბაია

დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1941  (83 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თაგილონი(გალის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულკტეტეი 1966 წელს.

1966–1970წწ. იყო ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფოს კარდიოლოგი; 1970–1972წწ. კარდიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ორდინატორი; 1972–1985წწ. წინამძღვრიშვილის სახელობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1985–1990წწ. ამავე ინსტიტუტის მწვავე ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან თბილისის მე–4 კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე. ავტორია 16 სამეცნიერო ნაშრომის. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მჟავა–ტუტოვანი წონასწორობა(ალკალემია) მწვავე ინფარქტის დროს", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ. - 2000.- გვ.301


გააზიარე: