შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მურმან ღვალაძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს. 1983 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1992 წელს ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის, 3 გამოგონების, რომლებიც ეხება ჰემორაგიული შოკის ფარმაკოლოგიას, Ca 2+ ნელი არხების ბლოკატორებს. არის 3 სადოქტორო და 2 საკანდიდატო დისერტაციის პრაქტიკული ხელმძღვანელი, ასევე ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობას. არის ახლი ნაერთ "ჰე-88" ავტორი. სამეცნიერო ურთიერთობები აქვს ჩრდილოეთ კაროლინის გრინვილის უნივერსიტეტთან. ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Поиск и изучение веществ, обладающых протовошоковой активностью среди структурных аналогов рифтироина, фосфекреатина и замещенных пирролов", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.294 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |