Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მურმან ღვალაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1982 წელს. სანკტ-პეტერბურგში გავლილი სასწავლო კურსის შემდეგ მიიღო ექიმ-ფარმაკოლოგის კვალიფიკაცია 1986 წლის 14 იანვარს. 1983 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის ასისტენტი, 1992 წელს ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი. ავტორია 40- მდე სამეცნიერო ნაშრომის, 3 გამოგონების და 2 პატენტის, რომლებიც ეხება ჰემორაგიული შოკის ფარმაკოლოგიას, Ca 2+ ნელი არხების ბლოკატორებს. არის ახლი ნაერთის (პრეპარატის) "პვ-88"-ის (ლაბორატორიულ სახელწოდება) ავტორი. "პვ -88" -ის დადებითი ეფექტები გამოვლინდა ლაბორატორიულ ექსპერიმეტებში, კერძოდ ნაერთმა შეძლო ჰემორაგიული შოკის დროს გამოწვეული ნეგატიური შედეგების შემცირება. არის 3 სადოქტორო და 2 საკანდიდატო დისერტაციის პრაქტიკული ხელმძღვანელი, ასევე ხელმძღვანელობდა სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ მუშაობას. მას სამეცნიერო ურთიერთობები აკავშირებდა ჩრდილოეთ კაროლინის გრინვილის უნივერსიტეტთან. 1992 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაკოლოგიის კათედრაზე სხვადასხვა დროს ეკავა ასისტენტის, უფროსი მასწავლებელის, დოცენტის პოზიციები. 2001 წელს ქ. ქუთაისში სამედიცინო ინსტიტუტ "ქუთაისში" დააარსა ბაზისური და კლინიკური ფარმაკოლოგიის კათედრა, სადაც აირჩიეს მის გამგედ და პროფესორად. 2000-2008წწ. იყო ქ. თბილისის ე. ფიფიას სახ. სამედიცინო ინსტიტუტის - ბაზისური და კლინიკური ფარმაკოლოგიის ციკლის ხელმძღვანელი. 2010 წლიდან სამედიცინო უნივერსიტეტში როგორც მოწვეული სპეციალისტი სიცოცხლის ბოლომდე კითხულობდა ლექციებს ფარმაკოლოგიის და ფარმაკოთერაპიის დეპარტამენტში. მისი საქმიანობაა: ექსპერიმენტული მედიცინა, ფარმაკოლოგია. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში წამოაყენა ჰიპოთეზა სიმსივნური უჯრედის და რიგი ვირუსების გენეზისის მსგავსებაზე, რაც დაუკავშირა უჯრედში ტრანსკრიფციის დროს ინფორმაციული რნმ-ის მიერ დაშვებული ციკლურ შეცდომას. აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი. ფარმაკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ფარმაკოლოგი. ექიმი-თეორეტიკოსი, მეცნიერი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Поиск и изучение веществ, обладающых протовошоковой активностью среди структурных аналогов рифтироина, фосфекреатина и замещенных пирролов", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.294 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |