The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ედუარდ ყაზაიშვილი

დაბადების თარიღი:15 მარტი, 1935  (89 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ-ჰიგიენური ფაკულტეტი 1959 წელს.

1959-1961წწ. მუშაობდა მოსკოვის რკინიგზის პოლიკლინიკაში თერაპევტად; 1961-1964წწ. იყო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის უფროსი სანიტარული ექიმი; 1964-1972წწ. სსრკ სამედიცინო აკადემიის უროლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1972-1976წწ. I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-უროლოგი; 1976-1996წწ. ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, 1996 წლიდან ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის უროლოგიის კათედრის ასისტენტი. არის 26 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სტრუქტურულ-ჰისტოქიმიური თავისებურებანი", დაიცვა 1972 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.298

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის უროლოგთა ასოციაცია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის ვეტერანის მედალი

გააზიარე: