შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ყანჩაველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1982წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის კურსი; 1982-1988წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნეიროქირურგიის კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988 წლიდან კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში, თბილისის I კლინიკურ საავადმყოფოში. ავტორია 100-მდე სამეცნიერო ნაშრომისა თანამედროვე ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის აქტუალურ საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "პროლაქტინ-მასეკრეტირებელი ადენომების კლინიკა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა"(1987). 1981-1983 და 1988-1989 წლებში სტაჟირებას გადიოდა მოსკოვის ნევროლოგიის, ნეიროქირურგიისს და კიევის ნეიროქირურგიის ინსტიტუტებში. ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მსოფლიოს ნეიროქირურგთა კონგრესის საერთაშორისო ექსპერტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პროლაქტინ-მასეკრეტირებელი ადენომების კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებანი", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.- გვ.298 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |